გუტიერესი ნიუ-იორკში ახალი „თურქევი“-ს გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

გუტიერესი ნიუ-იორკში ახალი „თურქევი“-ს (თურქული სახლი) გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

1708429
გუტიერესი ნიუ-იორკში ახალი „თურქევი“-ს გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა ნიუ-იორკში ახალი „თურქევი“-ს (თურქული სახლი) შენობის გახსნაზე, სადაც განთავსდება თურქეთის მუდმივი წარმომადგენლობა გაეროში და ნიუ-იორკის გენერალური საკონსულო, განაცხადა, რომ თურქეთსა და გაეროს შესანიშნავი თანამშრომლობა აქვთ.

"მე პირადად ვიცი თურქეთისა და თურქეთის საზოგადოების უზარმაზარი სიკეთე ლტოლვილების მიმართ... მე გულწრფელ მადლობას გიხდით თქვენ (თურქეთს) დაცვის საჭოროების მქონე ლტოლვილების მხარდაჭერისთვის." - თქვა გუტიერესმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ომებს, ძალადობა, ჩაგვრას და ადამიანის უფლებების დარღვევებს გამოქცეულთა რიცხვმა რეკორდულ დონეს მიაღწია და დაამატა: "მე მჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველაფრის გააკეთებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით. ეს არის სოლიდარობა, რომელიც ყველას გვაინტერესებს."

გუტიერესმა აღნიშნა, რომ მიესალმება თურქეთის უწყვეტ მხარდაჭერას, მათ შორის თანათავმჯდომარეობას მედიაციის მეგობრების ჯგუფში, რაც კონფლიქტის დასრულების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია.

მოგვიანებით გუტიერესი პრეზიდენტ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრისას სირიის, ლიბიის, ავღანეთისა და კვიპროსის საკითხები განიხილეს.



მსგავსი ინფორმაციები