საფრანგეთში აუქუსის მიმართ რეაქციები იზრდება

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა გააუქმა შეხვედრები თავის ბრიტანელ კოლეგასთან

1708181
საფრანგეთში აუქუსის მიმართ რეაქციები იზრდება

ინგლის-აშშ-ავსტრალიას შორის ე.წ. aukus/აუქუსის სახელწოდების უსაფრთხოების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საფრანგეთში  ამ კონტრაქტის მიმართ ყველა დონეზე იზრდება უარყოფითი რეაქციები. დღეს მიღებული ინფორმაციებით, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ, გააუქმა შეხვედრა თავის ბრიტანელ კოლეგასთან და არ ეწვევა ლონდონს.  ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა საფრანგეთში ლორდ რიკეტსმა განაცხადა, რომ შეხვედრა გადაიდო და იგი მოგვიანებით გაიმართება. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა კი განაცხადა, რომ შეხვედრის გადავადებაში რაიმე შემაშფოთებელი გარემოება არ არსებობს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ავსტრალიის მიერ მასთან დადებული შეთანხმების გაუქმებას "ღალატი" უწოდა. როგორც ცნობილია, ავსტრალიამ ინგლის აშშ-თან ახალი უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმა და ამით უარყო საფრანგეთთან ადრე გაფორმებული მსგავსი შეთანხმება, რითაც პარიზმა დაახლოებით 66 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო


საკვანძო სიტყვები: #აუქუსი , #საფრანგეთი

მსგავსი ინფორმაციები