ნედ პრაისი: „თურქეთი და კატარი ქაბულიდან  რეგულარული ფრენების განხორციელებას ცდილობენ“

ნედ პრაისი: „თურქეთი და კატარი ქაბულიდან  რეგულარული ფრენების განხორციელებას ცდილობენ“

1706708
ნედ პრაისი: „თურქეთი და კატარი ქაბულიდან  რეგულარული ფრენების განხორციელებას ცდილობენ“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ თურქეთი და კატარი ცდილობენ დაიწყონ რეგულარული და  ჩარტერული ფრენები ქაბულის აეროპორტიდან.

მან ამსი შესახებ ტრადიციული ყოველდღიური პრესკონფერენციის დროს, ავღანეთში მიმდინარე ბოლო მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

პრაისმა აღნიშნა, რომ ქაბულის ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერული ფრენები ნელ-ნელა იწყება. მისივე თქმით, რეგულარული ფრენების ხსენებული  აეროპორტიდან დაწყება მნიშვნელოვანია როგორც ავღანელი ხალხისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და თალიბანისთვისაც.

მეორეს მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, რომ 31 აგვისტოდან, ავღანეთიდან კიდევ ამერიკის 36 მოქალაქე და აშშ-ში ბინადრობის ნებართვის მქონე 24 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.



მსგავსი ინფორმაციები