აშშ-მ ავღანეთიდან ფრენები კიდევ 7 დღით გადადო

აშშ-მ ავღანეთიდან ფრენები კიდევ 7 დღით გადადო

1706831
აშშ-მ ავღანეთიდან ფრენები კიდევ 7 დღით გადადო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა,  ავღანეთიდან ევაკუირებულთა ფრენები წითელას ეპიდემიის გამო კიდევ 7 დღით გადადო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ გამართული პრესკონფერენციის დროს გაავრცელა.

„დღემდე, ავღანეთიდან შეერთებულ შტატებში ჩამოსულ მინიმუმ 7 ადამიანს აქვს წითელას დიაგნოზი. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) მოითხოვა, რომ ფრენები შეჩერებულიყო კიდევ 7 დღით. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ უსაფრთხოების გუნდის რჩევის შესაბამისად,“ განაცხადა ფსაკიმ.

ფსაკიმ პრესკონფერენციის დროს დასმულ კითხვას, რომელიც ქაბულის აეროპორტში უპილოტო საფრენი აპარატის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაეშის ტერორისტი კი არა სამოქალაქო პირი იქნა მოკლული, დამტკიცების შემთხვევაში ბაიდენი თუ აიღებს ამის პასუხისმგებლობას, თავი აარიდა და განაცხადა: „საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენც ველოდებით შედეგებს.“


საკვანძო სიტყვები: #ჯენ ფსაკი , #ფრენები , #ავღანეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები