გაეროს კონფერენცია ავღანეთის დახმარებისთვის

გაეროს კონფერენცია ავღანეთის დახმარებისთვის

1705951
გაეროს კონფერენცია ავღანეთის დახმარებისთვის

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა განაცხადა, რომ მათ, ავღანეთისათვის მიიღეს დაპირება 1,1 მილიარდ დოლარზე მეტ შემოწირულობისთვის.

გუტერესმა პრესკონფერენცია გამართა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის თემაზე, „ავღანეთში ჰუმანიტარული მდგომარეობა.“

„ამ კონფერენციამ სრულად გაამართლა ჩემი მოლოდინი ავღანეთის ხალხის სოლიდარობისთვის.“ გუტერესმა განაცხადა, რომ კონფერენციას ესწრებოდა გაეროს 96 წევრი ქვეყანა, რომელთა ნახევარი მინისტრთა დონეზე იყო, ასევე 33 საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაცია და 22 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაგანაც ამ ეტაპისთვის 1,1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოწირულობის პირობა მიიღეს.

გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ თალიბანმა მათ ჰუმანიტარული დახმარების შესახებ წერილობითი გარანტიები მისცა.

შეგახსენებთ, რომ გაერომ, ავღანეთში ჰუმანიტარული კატასტროფის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 38 მილიონ ადამიანს სჭირდება დახმარება.

ცნობისათვის, აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმების თაობაზე ამ ქვეყნიდან საერთაშორისო ძალების გაყვანის თაობის შემდეგ თალიბანმა ქვეყნის დედაქალაქ ქაბულს ალყა შემოარტყა, ხოლო 15 აგვისტოს ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. აშშ-მ კი საკუთარი ძალების ამ ქვეყნიდან გაყვანა 31 აგვისტოს დაასრულა.



მსგავსი ინფორმაციები