ავღანეთის დებატები აშშ კონგრესზე

ავღანეთის დებატები აშშ კონგრესზე

1706028
ავღანეთის დებატები აშშ კონგრესზე

აშშ-ის კონგრესში, სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოსმენა გაიმართა, სადაც მან აშშ-ის ძალების ავღანეთიდან გაყვანის საკითხზე ისაუბრა და კანონმდებლების მწვავე შეკითხვებს უპასუხა. იგი მოსმენის დროს ხშირად იცავდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რა, მასსა და რესპუბლიკელ კონგრესმენებს შორის მწვავე დებატებიც გაიმართა.

ბლინკენმა განაცხადა, რომ დაზვერვა, რომელიც მათ მიიღეს 13 ივლისს, აჩვენა, რომ ავღანეთის მთავრობა არ დაიშლებოდა სანამ, აშშ-ს ძალების სრული გაყვანა არ მოხდებოდა ამ ქვეყნიდან. მისივე თქმით, ინფორმაციის ვერ მიღება ავღანეთის მთავრობის მოსალოდნელზე ადრე დაშლასთან დაკავშირებით, დაზვერვის ხარვეზების გამო მოხდა.

მოსმენის დროს ფლორიდის წარმომადგენელმა რესპუბლიკელმა ბრაიან მასტმა აჩვენა იმ 13 ამერიკელი ჯარისკაცის ფოტოები, რომლებიც დაიღუპნენ ქაბულის ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტის კარიბჭესთან თავდასხმის დროს და განაცხადა, რომ ამ ჯარისკაცების ოჯახები ადმინისტრაციისგან პატიოსნებას ელიან.

მასტმა ადმინისტრაციას მოუწოდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა ავღანეთში.



მსგავსი ინფორმაციები