ჩრდილოეთ მაკედონიაში საავადმყოფოში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ მაკედონიაში საავადმყოფოში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

1705098
ჩრდილოეთ მაკედონიაში საავადმყოფოში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

პირველადი მონაცემებით, ჩრდილოეთ მაკედონიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ქალაქ ტეტოვოში (ქალქანდელენი) სამკურნალო ცენტრში, სადაც კოვიპაციენტებს მკურნალობდნენ, გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩრდილოეთ მაკედონიის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ღამით ტეტოვოში ხანძარი გაჩნდა და არ მსხვერპლი.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: "ჯერ-ჯერობით დადასტურდა ხანძრის შედეგად ათი ადამიანის დაიღუპვა. მაგრამ ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს."

განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხანძარზე კონტროლის დამყარება მოხერხდა და დაშავებულები დედაქალაქ სკოპიეში გადაიყვანეს.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა სოციალური ქსელით გამოქვეყნებულ განაცხადებაში აღნიშნა: "ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია. ცეცხლი ჩააქრეს, მაგრამ ბევრი სიცოცხლეც ჩააქრა. ბრძოლა გადარჩენისთვის კვლავ გრძელდება."

ზაევმა დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა და დაშავებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.



მსგავსი ინფორმაციები