არტეზიულ ჭაში 20 კაცის გვამი აღმოაჩინეს

მიმდინარეობს ცხედრების გარდაცვალების მიზეზებისა და მათი იდენდიფიკაციის სამუშაოები

1705034
არტეზიულ ჭაში 20 კაცის გვამი აღმოაჩინეს

მექსიკის პოლიციამ, შეტყობინების შემოსვლის შემდეგ, ერთ-ერთ არტეზიულ ჭაში ჩატარებული კვლევის შედეგად, 20 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა. მექსიკური პრესის თანახმად, ხელისუფლებამ ცხედრები ამოიღო  ვერაკრუზ შტატის ქალაქ ომეალკაში მდებარე ერთი სახლის მახლობელი არტეზიული ჭაბურღილიდან. ამავე ინფორმაციით, პროკურორის თანხლებით ჭაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, დაახლოებით 30 მეტრის სიღრმეში20 გვამი აღმოაჩინეს და დაიწყო კვლევა ცხედრების გარდაცვალების მიზეზებისა და მათი იდენდიფიკაციის დასადგენად



მსგავსი ინფორმაციები