აჰმად მესუდი წინააღმდეგობას გააგრძელებს
მანვე დასავლეთი ღალატში დაადანაშაულა
ავღანეთის ფანჯშირის პროვინციის ანტითალიბანური წინააღმდეგობის მოძრაობის ტაჯიკმა ლიდერმა აჰმად მესუდმა, რომელიც დამარცხდა თალიბანებთან ბრძოლაში, მაგრამ, თავის რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად გაქცევა მოახერხა, სოციალურ ქსელ ფეისბუკზე დაწერა, რომ ისინი არ შეწყვეტენ წინააღმდეგობას. მანვე სრულად დაუჭირა მხარი ავღანეთის მეცნიერებათა საბჭოს მოწოდებას, რომ დედაქალაქ ქაბულში კონფლიქტი დაასრულოს ყველა მხარემ. მასუდმა დასავლეთი ღალატში და თალიბანის პოლიტიკურ ლეგიტიმურობაში წვლილის შეტანაში დაადანაშაულა. თალიბანმა ქაბულის აღების შემდეგ, მოლაპარაკებები დაიწყო მასუდის ჯგუფთან, რათა პენჯშირის პროვინციაში მის ძალებს იარაღი ჩაებარათ და დანებებულიყვნენ, მაგრამ, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული და მის კვალდაკვალ თალიბებმა იერიში მიტანეს მეამბოხეებზე რა, დაამარცხეს ისინი და ეს ბოლო პროვინციაც აიყვანეს კონტროლზე