თალიბები, 6 ამერიკულ თვითმფრინავს გაფრენის ნებართვას არ აძლევენ

“სანამ აშშ-ი არ გვაღიარებს, მანადე ამერიკელები ვერ დატოვებენ ავღანეთს“

1703021
თალიბები, 6 ამერიკულ თვითმფრინავს გაფრენის ნებართვას არ აძლევენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა ლიდერმა მაკკოულმა, საინფორმაციო სააგენტო Fox News–სთან საუბარში კომენტარი გააკეთა იმ ამერიკელი მოქალაქეების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელთა ავღანეთიდან ევაკუაცია ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა და თქვა, რომ თალიბებმა 6 ამერიკული თვითმფრინავი დააკავეს ჩრდილოეთ ავღანეთის ქალაქ მაზარ-შარიფის აეროპორტში და მასში ამერიკელ მოქალაქეებთან ერთად ის ავღანელი მოქალაქეებიც არიან, რომლებიც ამერიკელებს ემსახურებოდნენ. მისივე თქმით, თალიბანი მანამდე არ დაუშვებს ამ თვითმფრინავების გაფრენას, სანამ აშშ-ი სრულად არ ცნობს თალიბანს. მაკკოლისვე განცხადებით, ავღანეთში არა მხოლოდ 100-200 ამერიკელი მოქალაქეა დარჩენილი, არამედ ბევრად უფრო მეტი



მსგავსი ინფორმაციები