ქაბულში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა DEAŞ-მა აიღო

ქაბულში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა DEAŞ-მა აიღო

1698154
ქაბულში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა DEAŞ-მა აიღო

ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გუშინ საღამოს საათებში მომხდარმა მესამე აფეთქებამ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ DAEŞ-მა აიღო.

მესამე აფეთქება მოხდა პირველადი სამედიცინო დახმარების საავადმყოფოს მახლობლად, სადაც ჰამიდ კარზაის აეროპორტის რეგიონში ბომბის აფეთქების შედეგად დაღუპულები და დაშავებულები გადაიყვანეს.

BBC, ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო და 150 დაშავდა.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი იტყობინება, რომ ასევე დაშავებულია 15 ჯარისკაცი.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ DEAŞ - მა აიღო.

დღის განმავლობაში ქალაქში 6 სხვადასხვა აფეთქება მოხდა, რომელთაგანაც უკანასკნელი ამერიკის სამხედრო ძალების მიერ კონტროლირებადი ფორმით განხორციელდა.

იმავდროულად, აშშ -ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველი განცხადება გააკეთა შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს თავდასხმა განხორციელდა DAEŞ-ის ხორასანის ჯგუფის მიერ. მე ვეუბნები მათ, ვინც ეს გააკეთა: ჩვენ არ დავივიწყებთ, არ გაპატიებთ, ამის საფასურს გაზღვევინებთ" - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს ცენტრალური ძალების (CENTCOM) მეთაურმა, გენერალმა კენეტ მაკკენზიმ განაცხადა, რომ ისინი DAEŞ-ის მხრიდან თავდასხმების გაგრძელებას ელიან.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #DEAŞ , #დეაში , #აფეთქება , #ქაბული

მსგავსი ინფორმაციები