აფეთქება სამხედრო ნაწილში

დაიღუპა 5, დაშავდა 90 კაცი

1698332
აფეთქება სამხედრო ნაწილში

ყაზახეთის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის საბრძოლო მასალის საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად, 5 სამხედრო  დაიღუპა, 90 კაცი დაშავდა. ქალაქ ტარაზში,  თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საბრძოლო მასალების საწყობში, ზედიზედ 10 აფეთქება მოხდა, რასაც 5 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 90 ადამიანი დაიჭრა, ხოლო 3 ჯარისკაი კი დაკარგულად არის გამოხადებული. ზოგიერთი ინფორმაციებით სამხედრო ნაწილში აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი ხანძარი გრძელდება და ხელისუფლებამ ახლომდებარე 3 სოფლიდან 1200 კაცის ევაკუაცია მოახდინა.

ჯერ-ჯერობით უცნობია აფეთქების წარმომშობი მიზეზები, ადგილობრივი პოლიცია განიხილავს საბოტაჟის შესაძლებლობასაც



მსგავსი ინფორმაციები