ინგლისი მოქალაქეებს აფრთხილებს არ გაემგზვრონ ქაბულის აეროპორტში

დიდმა ბრიტანეთმა გააფრთხილა თავისი მოქალაქეები არ გაემგზავრონ ავღანეთის ქაბულის აეროპორტში "ტერორისტული თავდასხმების მაღალი საფრთხის" გამო

1697794
ინგლისი მოქალაქეებს აფრთხილებს არ გაემგზვრონ ქაბულის აეროპორტში

დიდმა ბრიტანეთმა გააფრთხილა თავისი მოქალაქეები არ გაემგზავრონ ავღანეთის ქაბულის აეროპორტში "ტერორისტული თავდასხმების მაღალი საფრთხის" გამო.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში განახლებულია ავღანეთში სამოგზაურო რეკომენდაციები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ვითარება "კვლავ არასტაბილურია" და დამატებულია: "არსებობს ტერორისტული თავდასხმების მიმდინარე და მაღალი საფრთხე. არ წახვიდეთ ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში. თუ აეროპორტის ზონაში ხართ, წადით უსაფრთხო ადგილას და დაელოდეთ ახალ რეკომენდაციებს."

განცხადების მიხედვით "ხალხს ქაბულის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე ცუდად ექცევიან" და სახმელეთო გზით გადაადგილება "უკიდურესად საშიშია".

თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა თქვა, რომ უკეთესი იქნება ავღანელები, რომელთაც სურთ ქვეყნიდან წასვლა, საზღვრისკენ წავიდნენ და აეროპორტის ნაცვლად მესამე ქვეყანაში წასვლა სცადონ.

ბრიტანეთმა ავღანეთიდან კიდევ 2000 ავღანელი თარჯიმნის და სხვა პერსონალის ევაკუაცია უნდა მოახდინოს.

მას შემდეგ, რაც 15 აგვისტოს თალიბებმა შეტაკების გარეშე აიღეს ქაბული, ბევრი ავღანელი აეროპორტში წავიდა, რათა დაეტოვებინათ ქვეყანა.



მსგავსი ინფორმაციები