ნიუ-იორკში მასწავლებლებისთვის კოვიდ -19-ის ვაქცინა სავალდებულო გახდა

ნიუ-იორკში მასწავლებლებისთვის და სხვა თანამშრომლებისთვის სკოლებში ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინა სავალდებულო გახდა

1696179
ნიუ-იორკში მასწავლებლებისთვის კოვიდ -19-ის ვაქცინა სავალდებულო გახდა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში მასწავლებლებისთვის და სხვა თანამშრომლებისთვის სკოლებში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ვაქცინა სავალდებულო გახდა.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) სრული ავტორიზაცია მისცა Pfizer/BioNTech–ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ გამოაცხადა, რომ საჯარო სკოლებში მომუშავე ყველას უნდა ჰქონდეს ვაქცინის პირველი დოზა 27 სექტემბრამდე გაკეთებული.

სკოლის თანამშრომლებს, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია, არ შესთავაზეს რეგულარული ტესტირების გაკეთების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქციების საკითხზე კი განცხადება არ გაუკეთებიათ.

ქალაქის სკოლის თანამშრომლები მანამდე, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, ვალდებულები იყვნენ ან ვაქცინა გაკეთებინათ ან ტესტირება რეგულარულად ჩატარებინათ.

ნიუ-იორკში თითქმის 1 მილიონი მოსწავლე სწავლას 13 სექტემბერს დაიწყებს.



მსგავსი ინფორმაციები