მაასი: "გერმანია ქაბულის აეროპორტისთვის მოლაპარაკებას აშშ-სთან და გერმანიასთან აწარმოებს"

მაასი: "გერმანია ქაბულის აეროპორტისთვის მოლაპარაკებას აშშ-სთან და გერმანიასთან აწარმოებს"

1696438
მაასი: "გერმანია ქაბულის აეროპორტისთვის მოლაპარაკებას აშშ-სთან და გერმანიასთან აწარმოებს"

გერმანიამ გამოაცხადა, რომ ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებებს თურქეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა ავღანეთის ქაბულის აეროპორტმა შესძლოს გააგრძელოს სამხედრო საევაკუაციო ოპერაციები და სამოქალაქო ავიაციის საქმიანობა.

დედაქალაქ ბერლინში გაკეთებულ განცხადებაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა, აშშ-ს ჯარების გავსლის შემდეგ 31 აგვისტოდან ქაბულის აეროპორტის საქმიანობის გაგრძელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა: "ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან ქაბულის აეროპორტის ფუნქციონირების გაგრძელების თაობაზე. ეს საკითხი ასევე მოითხოვს თალიბანთან მოლაპარაკებებს აშშ -ს ძალების გასვლამდე."

მან ასევე აღნიშნა, რომ იგი ესაუბრა პაკისტანის, ინდოეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს და დაამატა: "ჩვენ უფრო სწრაფად და მარტივად მივცემთ ვიზებს ადგილობრივ პერსონალს, რომელიც შესძლებს ამ ქვეყნებში გადასვლას. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ბინადრობის პირობებს ყველა ადგილობრივი მუშაკისა და საფრთხის ქვეშ მყოფი პირებისათვის, რომლებიც ჩვენს სიებშია."

მაასმა ასევე დასძინა, რომ ისინი გაზრდიან სავიზო განყოფილებების შესაძლებლობებს ისლამაბადში, ნიუ-დელიში და ტაშკენტში.



მსგავსი ინფორმაციები