აშშ-ს მიერ ავღანეთიდან ევაკუირებული ადამიანების რიცხვმა 48 ათასს მიაღწია

აშშ-ს მიერ ავღანეთიდან ევაკუირებული ადამიანების რიცხვმა 48 ათასს მიაღწია

1696433
აშშ-ს მიერ ავღანეთიდან ევაკუირებული ადამიანების რიცხვმა 48 ათასს მიაღწია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ 14 აგვისტოდან, როდესაც დაიწყო ევაკუაციის პროცესი, ავღანეთიდან ევაკუირებული ადამიანების რიცხვმა 48 ათასს მიაღწია.

თეთრი სახლის წერილობითი განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ქაბულის ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ 10900 ადამიანი გამოიყვანა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბოლო 12 საათში 6 ათას 600 ადამიანი 15 სამხედრო თვითმფრინავით, 4 ათას 300 ადამიანი 34 კოალიციური რეისით გამოიყვანეს და აშშ-ს მიერ 14 აგვისტოდან ევაკუირებული ადამიანების რიცხვი 48 ათასს მიუახლოვდა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ივლისის ბოლოდან დღემდე დაახლოებით 53 ათასი ადამიანი სხვა ქვეყნებში გადაიყვანეს.


საკვანძო სიტყვები: #ევაკუაცია , #ავღანეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები