ნედ პრაისი: ”ჩვენ არ გვაქვს რესურსი აეროპორტის მიღმა გასასვლელად”

ნედ პრაისი: ”ჩვენ არ გვაქვს რესურსი აეროპორტის მიღმა გასასვლელად”

1694490
ნედ პრაისი: ”ჩვენ არ გვაქვს რესურსი აეროპორტის მიღმა გასასვლელად”

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა თქვა, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან ევაკუაციის პროცესში მათ არ აქვთ რესურსი იმისთვის, რომ გასცდნენ აეროპორტს.

პრაისმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ამ დრომდე 7000 ადამიანია ევაკუირებული ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტიდან.

მისივე თქმით, ამჟამად 6 ათასი ადამიანია აეროპორტში, რომელთა პროცედურებიც დასრულებულია და ეს ადამიანები უმოკლეს დროში თვითმფრინავებში ჩასხდებიან და იქნებიან ევაკუირებული.

პრაისმა განაცხადა, რომ მათ გაგზავნეს საკონსულოს დამატებითი თანამშრომლები ქაბულში ევაკუაციის პროცესის დასაჩქარებლად, ხოლო საკონსულოს ზოგიერთი თანამშრომელი კატარსა და ქუვეითში გააგზავნეს სატრანზიტო პროცედურებისათვის.

პრაისმა ასევე შეაფასა მათი მდგომარეობა, ვინც აეროპორტში ვერ მიაღწია ევაკუაციისთვის და დასძინა: ”ჩვენ არ გვაქვს რესურსი აეროპორტის მიღმა გასასვლელად”.

ცნობისთვის, თალიბებმა, რომლებმაც დედაქალაქ ქაბულს კვირას ალყა შემოარტყეს, მასზე სრული კონტროლი დაამყარეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა და სამთავრობო ძალებმა დედაქალაქი დატოვეს.


საკვანძო სიტყვები: #ევაკუაცია , #ავღანეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები