ბურკინა-ფასოში ტერაქტს 47 ადამიანი ემსხვერპლა

ბურკინა-ფასოში ტერაქტს 47 ადამიანი ემსხვერპლა

1693707
ბურკინა-ფასოში ტერაქტს 47 ადამიანი ემსხვერპლა

ბურკინა-ფასოს საჰელის რეგიონში მშვიდობიანი მოქალაქეების და უსაფრთხოების ძალების კოლონაზე თავდასხმის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 19 დაშავდა.

ჯარისკაცებისა და სამოქალაქო თავდაცვის მოხალისეთა კოლონაზე ტერორისტული თავდასხმა სოუმის რაიონის გორგაჯის უბანში მოხდა.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა 30 მშვიდობიანი მოქალაქე, უსაფრთხოების ძალების 14 წარმომადგენელი და 3 მოხალისე, რომლებიც უსაფრთხოების ძალებს ეხმარებოდნენ.

აღინიშნა, რომ ტერორისტული აქტის შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა 58 ტერორისტი გაანეიტრალეს.

ალ-ქაიდასთან და დაეშთან დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ მეზობელ მალში, 2015 წლიდან ხშირად ახორციელებენ თავდასხმებს ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით.

მიუხედავად იმისა, რომ ბურკინა-ფასო ატარებს ერთობლივ სამხედრო ოპერაციებს თავის მეზობელ ნიგერთან ერთად, ვერ შესძლო დაესუსტებინა მალიში განლაგებული ტერორისტული ჯგუფების ძალა.

გაეროს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დღემდე უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის დატოვება მოუწია 17500 ადამიანს.


საკვანძო სიტყვები: #ტერაქტი , #ბურკინა-ფასო

მსგავსი ინფორმაციები