საფრანგეთის სამხრეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს

საფრანგეთის ვარის რეგიონში ტყის ხანძრის შედეგად ასობით ჰექტარი ტერიტორია განადგურდა

1692757
საფრანგეთის სამხრეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს

საფრანგეთის ვარის რეგიონში ტყის ხანძრის შედეგად ასობით ჰექტარი ტერიტორია განადგურდა.

საფრანგეთის სამხრეთით მდებარე დაბა გონფარონთან ახლოს საღამოს საათებში გაურკვეველი მიზეზის გამო ხანძარი გაჩნდა.

გვალვისა და ქარის გავლენით გაძლიერებულმა ცეცხლმა ასობით ჰექტარი ტერიტორია გადაწვა.

რეგიონის გუბერნატორის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეხანძრეთა ჯგუფები ცეცხლის ჩასაქრობად გაემგზავრნენ.

იქვე ნათქვამია, რომ რეგიონში გაიგზავნა 430 მეხანძრე, 9 სახანძრო თვითმფრინავი და 4 ვერტმფრენი, ხოლო 240 მეხანძრე მიმდებარე რეგიონებიდან გაემგზავრა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა, Twitter- ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ხანძარი მასშტაბურია და 650 მეხანძრე მის ჩაქრობას ცდილობს.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #საფრანგეთი

მსგავსი ინფორმაციები