ევროკავშირი თალიბანს და ავღანეთის მთავრობას მოუწოდებს
ევროკავშირი თალიბანს და ავღანეთის მთავრობას მოუწოდებს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ, ავღანეთში განხორციელებული ძალადობა დაგმო და მთავრობას, თალიბანთან ურთიერთობის დამყარებისკენ, ხოლო თალიბანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.
ჯოზეფ ბორელიმ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში თალიბანის თავდასხმები შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი ეს ქმედებები დოჰაში დაწყებული სამშვიდობო პროცესის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, ევროკავშირი გმობს ადამიანის უფლებების მზარდ დარღვევებს, განსაკუთრებით თალიბანის კონტროლის ქვეშ მყოფ რაიონებში.
ბორელმა თავის განცხადებაში ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მიზნად ისახავს გააგრძელოს ავღანელი ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ ეს იქნება განპირობებული მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებით და ყველა ავღანელის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით, ქალების, ახალგაზრდებისა და ბავშვების ჩათვლით.
მეორეს მხრივ, თალიბანის წინსვლას ასევე გამოეხმაურა გაეროც. გაეროს პრესმდივანმა, სტეფან დუჟარიკიმ ავღანეთის სამთავრობო ძალებსა და თალიბანს შორის მიმდინარე შეტაკებები შეაფასა და აღნიშნა, რომ შეიძლება ამან ერთგვარი „კატასტროფა“ გამოიწვიოს. იგი მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.