ნიუ-იორკის გუბერნატორი გადადგა

ნიუ-იორკის გუბერნატორი გადადგა

1689463
ნიუ-იორკის გუბერნატორი გადადგა

აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო, რომელსაც ბრალი ედებოდა სექსუალურ შევიწროებაში, თანამდებობიდან  გადადგა.

კუომომ თავისი გადაწყვეტილება პრესკონფერენციაზე გამოაცხადა მას შემდეგ, როცა მას მოუწოდეს, რომ  აღნიშნული ბრალდებებიდან გამომდინარე თანამდებობა დაეტოვებინა.

„ეს საკუეთესო გზაა ახლა თუკი გვერდზე გავდგები“, აღნიშნა კუომ პრესკონფერენციაზე.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა გამოძიების შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც, გუბერნატორი მინიმუმ 11 ქალს ავიწროვებდა სექსუალურად. ფაქტებს შორისაა ქალების როგორც ფიზიკური, ასევე ვერბალური ხასიათის  შევიწროება. პროკურატურის ცნობით, კუომო ავიწროებდა ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომლებს. ასევე, რამდენიმე ქალს სამსახურის გარეთ. გუბერნატორი ბრალდებებს უარყოფს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც მოუწოდა ენდრიუ კუომოს გადადგომისკენ.

ენდრიუ კუომო ნიუ-იორკის გუბერნატორის თანამდებობას 2014 წლიდან მოყოლებული იკავებდა.



მსგავსი ინფორმაციები