ძლიერი წვიმები იაპონიაში

ძლიერი წვიმები იაპონიაში

1688792
ძლიერი წვიმები იაპონიაში

იაპონიაში ძლიერი წვიმების და ქარის გამო, ათასობით ადამიანმა მიიღო შეტყობინება ევაკუაციის შესახებ, ასევე შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა. იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ (JMA) ჰოკაიდოს, აომორის, ივატესა და გიფუს პროვინციებისთვის, სადაც ძლიერი ნალექი გრძელდება, მეწყერის საშიშროების გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა. მათივე განცხადებით, ჰოკაიდოში ქარის სიჩქარე მიაღწევს 90 კილომეტრს საათში, ხოლო ტოჰოკუში 80 კილომეტრს.

ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK იტყობინება, რომ ივატეში 2 405,  აომორში 8 399  და ჰოკაიდოში1 204  ადამიანის ევაკუაციის გაფრთხილებაა გაცემული.

მეორეს მხრივ, იაპონიის აღმოსავლეთ რკინიგზამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის დასავლეთით ტოკაიდოს ხაზზე შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.  


საკვანძო სიტყვები: #ძლიერი წვიმები , #იაპონია

მსგავსი ინფორმაციები