რა საკითხები განიხილეს ალიევმა და მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს?

რა საკითხები განიხილეს ალიევმა და მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს?

1686481
რა საკითხები განიხილეს ალიევმა და მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს?

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მათი ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს დაურეკა რა დროსაც ორი ქვეყნის ლიდერებმა 2020 წლის 10 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი დებულებების შესრულების შემდგომ პერიოდში არსებული რეგიონული საკითხები, რეგიონში არსებული ბოლო მდგომარეობა და პოსტკონფლიქტურ პერიოდში რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება განიხილეს.

სატელეფონო საუბრის დროს ალიევმა და მაკრონმა, აზერბაიჯან-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.


საკვანძო სიტყვები: #ემანუელ მაკრონი , #ილჰამ ალიევი

მსგავსი ინფორმაციები