მორიგი შეიარაღებული თავდასხმა სოფლებზე

მორიგი შეიარაღებული თავდასხმა სოფლებზე

1684701
მორიგი შეიარაღებული თავდასხმა სოფლებზე

ნიგერიაში შეიარაღებული ჯგუფების მიერ სოფლებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ბოლო მონაცემებით 12 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია, თავს დაესხნენ კადუნას შტატის კაურუს რაიონების სოფლებს. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი დაშავდა.

ქვეყანაში ბოლო დროს მოტოციკლეტებით განხორციელებული თავდასხმების საგრძნობლად გაზრდის გამო, ზოგიერთ შტატში მოტოციკლეტის გამოყენება აიკრძალა.

რეგიონში ადგილობრივ გლეხებსა და მომთაბარე ფულანის მწყემსებს შორის ხშირად ხდება შეტაკებები.



მსგავსი ინფორმაციები