ისრაელის სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პალესტინელი დაჭრეს

ისრაელის სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პალესტინელი დაჭრეს

1684698
ისრაელის სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პალესტინელი დაჭრეს

ისრაელის სამართალდამცველებმა, ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, თითქოს და „ისრაელის ტერიტორიაზე გადასვლის“ მცდელობაში მყოფი ორი პალესტინის მოქალაქიდან ერთი დაჭრეს, მეორე კი დააკავეს.  

პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, WAFA-ს მიერ თვითმხილველებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის ჯარისკაცების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, ერთ-ერთი პალესტინელი, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა განშორების კედელთან ახლოს, ქალაქ ჯენინის დასავლეთით მძიმედ დაიჭრა.

მეორეს მხრივ, ისრაელის არმია გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნავს, რომ პალესტინელებმა აღნიშნული ავტომობილით ისრაელში გადასვლა სცადეს, რის გამოც შესაბამისი რეაგირება მოხდა. ამავე ინფორმაციით, დაჭრილი პალესტინელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე დააკავეს.


საკვანძო სიტყვები: #პალესტინა , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები