გარდიანი: „ევროპამ დაკარგა მორალური კომპასი“

გარდიანი: „ევროპამ დაკარგა მორალური კომპასი“

1684879
გარდიანი: „ევროპამ დაკარგა მორალური კომპასი“

ევროპა, ლტოლვილთა მიმართ დამოკიდებულების გამო ხშირად ხდება კრიტიკის საგანი. ბრიტანული ყოველდღიური გაზეთი გარდიანი, ევროპის მხრიდან ლტოლვილების მიმართ დამოკიდებულების ამსახველ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ საკითხში ‘ევროპამ დაკარგა მორალური კომპასი’.

სტატიაში იმაზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომ არალეგალური მიგრაციისადმი სულ უფრო და უფრო სასტიკი მიდგომა, გაეროს 1951 წლის ლტოლვილთა კონვენციის სულისკვეთების ღალატიცაა.

სტატიაში იმაზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს, ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას დაღუპული არალეგალი მიგრანტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდს ოთხჯერ აღემატება.

გარდიანი თავის სტატიაში, ასევე მკაცრად აკრიტიკებს საბერძნეთის საემიგრაციო პოლიტიკას რა,  თურქეთის საზღვარზე ემიგრანტების განდევნის მიზნით დამონტაჟებულ აუტანელი ხმის გამომცემ აპარატებზე ამახვილებს ყურადღებას. სტატიაში დანიის მთავრობის მხრიდან ემიგრანტების პოლიტიკაზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომელშიც აღნიშნულია, რომ თავშესაფრის მაძიებლების გადასახლება ქვეყნის ცენტრალური ნაწილებიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით, ამორალური საქციელია.



მსგავსი ინფორმაციები