აქტუალური თემის ანალიზი 83

პოლიტიკური კრიზისი ტუნისში

1682265
აქტუალური თემის ანალიზი 83

   

             

არაბული გაზაფხულის რევოლუციებისგან დარჩენილი ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანა ტუნისი, ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევიდა. როგორც ცნობილია პრეზიდენტმა საიდმა კვირას ღამით გამოაცხადა, რომ მან ერთი თვით გაყინა პარლამენტის ყველა უფლებამოსილება, შეაჩერა დეპუტატების იმუნიტეტი, თანამდებობიდან გაათავისუფლა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ალ-მაშიში და რომ აღმასრულებელ ძალაუფლებას ხელში აიღებს მისი მხრიდან დანიშნულ ახალ პრემიერ-მინისტრთან ერთად. ისე კი, ამ ქვეყანაში ყველაფერი აიარია და სერიოზული კრიზისი მიმდინარეობს  2011 წლის  ე.წ. იასამნის  რევოლუციის შემდეგ. მიმდინარე წლის  იანვრიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს  ტუნისის მრავალ ქალაქში და ისინი აპროტესტებენ კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს, საჯარო მომსახურების გაუარესებას, უმუშევრობას და კორუფციას. გარდა ამისა, წლის დასაწყისიდან დიდი უთანხმოებაა პრეზიდენტ საიდსა და პრემიერ-მინისტრ ალ-მაშიშს შორის. საიდმა არ დაამტკიცა პრემიერის მიერ წარმოდგენილი 11 მინისტრის კანდიდატურა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრისა, რამაც დაძაბულობა მათ შორის კიდევ უფრო გაზარდა. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დირექტორის, პროფ. დოქტორ მურატ იეშილთაშის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

საიდი, რომელიც 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს ქვეყნის ახალ პრეზიდენტად, არის სამართლის პროფესორი. იგი პარლამენტის გარედან შემოვიდა პოლიტიკაში და ამიტომ ცნობილია როგორც პოლიტიკური პარტიებისადმი ოპოზიციური მიდგომით. იგი ღიად აკრიტიკებს წარმომადგენლობით დემოკრატიას და მხარს უჭერს პირდაპირი დემოკრატიის იდეას, რითაც პოპულისტურ თვისებებს იჩენს. 2011 წლის რევოლუციის შემდეგ, ის აქტიურად მუშაობს იმ მასებთან, რომლებიც პრობლემების გადაუწყვეტლობის გამო აკრიტიკებენ საპარლამენტო სისტემას

ამ ბოლო ხანებში კი, ჯერ თავდასხმები განხორციელდა პარლამენტში  ყველაზე დიდ პარტია ალ-ნაჰდას ოფისებზე, ხოლო კვირას საღამოს კი პრეზიდენტმა საიდმა ყველა აღმასრულებელი და სასამართლო ძალაუფლება ხელში აიღო რა, ამით საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაც გაყინა. როგორც ჩანს, საიდისთვის, რომელმაც ეს სამოქალაქო გადატრიალება განახორციელა არმიის მხარდაჭერით, უჭირს ტუნისის პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა და ფიქრობს, რომ ამ გადატრიალების კვალდაკვალ ფული შემოვა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. საიდი შესაძლოა შთაგონებული იყოს ეგვიპტეში 2013 წელს მომხდარი გენერალ სისის გადატრიალებით. ისიც ცნობილია, რომ არაბეთის გაერთიანებული საემირო ტუნისში დიდი ხანია რაც აქტიურობს და ამ მხრივ, ჩვენ შეიძლება სპარსეთის ყურის საკითხში აღმოვჩნდეთ ახალი სტატუს-კვოს წინაშე.

პარლამენტის სპიკერმა და ალ-ნაჰდას ლიდერმა განნუშიმ საიდის გადაწყვეტილებები, როგორც ”გადატრიალების მცდელობა რევოლუციისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ” შეაფასა და მოუწოდა ტუნისელ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიონ ამ გადატრიალებას. ასე რომ, ტუნისის ათწლიანი დემოკრატია, სერიოზული გამოცდის პერიოდში შევიდა. პრეზიდენტ საიდის მხრიდან განხორციელებული ეს სახელმწიფო გადატრიალება მხოლოდ ტუნისის პოლიტიკურ კრიზისზე არ მიუთითებს, რადგან, ის ასევე ემუქრება არაბულ სამყაროში დემოკრატიის ისლამისტური ექსპერიმენტის ყველაზე წარმატებული მაგალითისათვის ბოლოს მოღებასაც. ლიბიის პუტჩისტმა გენერალმა ჰაფტარმა კი, ტუნისის ეს გადატრიალება, ე.წ. “მუსლიმი ძმების“ პოლიტიკის, არაბულ სამყაროში საბოლოო დამარცხებად შეაფასა.

არც ის არის დასამალი, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ალ-ნაჰდა და განნუში ატარებდნენ დაბალანსებულ პოლიტიკას. ზოგჯერ ისინი დათმობებზეც კი მიდიოდნენ მრავალ საკითხში და არც პრეზიდენტის კანდიდატურა წარუდგენიათ თავიანთი მხრიდან, ხოლო ზოგჯერ მათ მემარცხენე და ლიბერალურ პარტიებთანაც კი კოალიცია შექმნეს. უფრო მეტიც, 2016 წელს მათ გამოაცხადეს, რომ "ტუნისში ადგილი არ აქვს პოლიტიკურ ისლამს" და რომ ისინი საკუთარ თავს  "მუსლიმან დემოკრატებს" უწოდებენ

ალ-ნაჰდას პარტიამ თავის მე-10 ყრილობაზე  გამოაცხადა, რომ იგი ემიჯნება რელიგიას და ამიტომ გამოდის რელიგიური ორგანიზაციიდან. აქედან გამომდინარე ეს უკანასკნელი კრიზისი არის როგორც ტუნისის დემოკრატიის, ასევე ალ-ნაჰდასა და განნუშის რთული გამოცდაც. ანკარამ დაგმო ტუნისის პრეზიდენტის გადწყვეტილება, რომელიც მისი აზრით წარმოადგენს “სახელმწიფო გადატრიალებას კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ“ და მოითხოვს დემოკრატიის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას. სამაგიეროდ იდეალური სიწყნარეა ამ საკითხში დასავლეთის დედაქალაქებში. ამით მათ კიდევ ერთხელ დემოკრატიული ღირებულებების დაცვას ამჯობინეს თავიანთი კონკრეტული ინტერესების დაცვა

ასე რომ, შემდგომი დღეები უკიდურესად კრიტიკულია ტუნისისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის მომავლისთვის. ტუნისში დემოკრატიაზე უარის თქმამ, შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს მთლიან რეგიონზე. ერთადერთი გამოსავალი კი არის ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური კლიმატის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიის დაცვით ქვეყნის სტაბილურობის განმტკიცებას, წერს SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფ. დოქტორი მურატ იეშილთაში



მსგავსი ინფორმაციები