კაის საიდმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი გაათავისუფლა

კაის საიდმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი გაათავისუფლა

1682339
კაის საიდმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი გაათავისუფლა

ტუნისის პრეზიდენტმა კაის საიდმა ქვეყნის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი ლესად დაჰიში თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია,  პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

რა მოხდა ტუნისში?

შეგახსენებთ, რომ ტუნისში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მმართველი და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, 25 ივლისს, პრეზიდენტმა კაის საიდმა განაცხადა, რომ მან პარლამენტის ყველა უფლებამოსილება შეაჩერა და დეპუტატებს იმუნიტეტი მოუხსნა.  მისივე თქმით, მან თანამდებობიდან ასევე გაათავისუფლა პრემიერ-მინისტრი ჰიშამ ალ-მეშიში და თვითონ, მის მიერ დანიშნული ახალი პრემიერ-მინისტრით აღასრულებს აღმასრულებელ ხელისუფლებას. მეორეს მხრივ, პრეზიდენტმა ასევე აიღო მთავარი პროკურორის მოვალეობა კორუფციული მასალების გამოვლენის საფუძველზე. პრეზიდენტმა ამის შესახებ, სამხედრო სარდლობისა და უსაფრთხოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში იქნება 30 დღის განმავლობაში.


საკვანძო სიტყვები: #ტუნისი

მსგავსი ინფორმაციები