მაიამიში ჩამონგრეული შენობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

მაიამიში ჩამონგრეული შენობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

1681025
მაიამიში ჩამონგრეული შენობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

აშშ-ში ფლორიდის შტატში შემავალ ქალაქ, მაიამიში 13-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილობრივ ჩამონგრევის შემდეგ, დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა. რამოდენიმე ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად მიიჩნევა. უბედური შემთხვევა 24 ივნისს მოხდა.

13-სართულიანი შენობის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. 2018 წლის საინჟინრო ანგარიშში,  1981 წელს აშენებული შენობის მიწისქვეშა პარკინგის ბეტონის, ასევე აუზის ქვეშ ბეტონის ფილის სერიოზული დაზიანების შესახებ ნათქვამია.

მეორეს მხრივ, აღნიშნული შენობის დარჩენილი სამხრეთი ნაწილი კონტროლირებად დაანგრიეს 4 ივლისს იმ მიზეზით, რომ იგი არ იყო უსაფრთხო.


საკვანძო სიტყვები: #მაიამი

მსგავსი ინფორმაციები