ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის „საკომუნიკაციო არხები“ ხელმეორედ აღდგა

ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის „საკომუნიკაციო არხები“ ხელმეორედ აღდგა

1680785
ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის „საკომუნიკაციო არხები“ ხელმეორედ აღდგა

ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის „საკომუნიკაციო არხები“ (ცხელი ხაზი), რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დახურული იყო, ხელმეორედ აღდგა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აპრილის შემდეგ არაერთი წერილი გაცვალეს და „საკომუნიკაციო არხების“ აღდგენაზე შეთანხმდნენ. მათივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ნდობის აღდგენასა და ურთიერთობების გაუმჯობესებაზეც გამოხატეს მზაობა.

მეორეს მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის სამშაბათს ყველა საკომუნიკაციო არხი გაიხსნა.



მსგავსი ინფორმაციები