უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა

უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა

1679185
უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა

უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს გაიმართება.

უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საინიდინ ნიზამოხოაევმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კომისიის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ოქტომბერს გაიმართება.

მან ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანია დღეიდან დაიწყო.

ქვეყანაში სადაც პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ, ბოლო არჩევნები 2016 წლის დეკემბერში გაიმართა, რომელშიც ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, შავქათ მირზიაევმა ხმების 88,61%-ით გაიმარჯვა.



მსგავსი ინფორმაციები