ტაჯიკეთი  100 ათასი ავღანელი ლტოლვილის მისაღებად ემზადება

ტაჯიკეთი  100 ათასი ავღანელი ლტოლვილის მისაღებად ემზადება

1679186
ტაჯიკეთი  100 ათასი ავღანელი ლტოლვილის მისაღებად ემზადება

ტაჯიკეთმა განაცხადა, რომ იგი მეზობელ ავღანეთში ძალადობის ზრდის შედეგად 100 ათასი ავღანელი ლტოლვილის მიღებას ემზადება.

ტაჯიკეთის საგანგებო სიტუაციების კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, იმომალი იბრაჰიმზოდამ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ დაიწყეს ორი დიდი საწყობის აშენება სასაზღვრო რეგიონში, ჰატლონისა და მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქში დევნილთა მარაგების შესანახად.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც აშშ-მ ავღანეთიდან, 20 წლიანი ომის შემდეგ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყანაში ძალადობა სწრაფად გაიზარდა.

შეტაკებებმა, რომლებიც თალიბებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის გაჩაღდა, მიგრაციის ახალი ტალღები გამოიწვია.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის (პენტაგონის) შეფასებით, თალიბებმა აიღეს ქვეყნის პროვინციული ცენტრების ნახევარი.



მსგავსი ინფორმაციები