ჯასტინ ტრუდო: „ჩვენს ქვეყანაში ისლამოფობიისთვის ადგილი აღარ არის“

ჯასტინ ტრუდო: „ჩვენს ქვეყანაში ისლამოფობიისთვის ადგილი აღარ არის“

1679075
ჯასტინ ტრუდო: „ჩვენს ქვეყანაში ისლამოფობიისთვის ადგილი აღარ არის“

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ისლამოფობიისთვის ადგილი აღარ არის.

ჯასტინ ტრუდომ ამის შესახებ, ისლამოფობიის ეროვნულ სამიტზე, რომელიც ონლაინ შეხვედრით გაიმართა, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„მოდით, ძალიან გასაგებ ენაზე ვთქვათ, რომ კანადაში ისლამოფობიისთვის ადგილი აღარ არის. მაგრამ, ეს სიძულვილი არ არის ის, რაც შეიძლება რამოდენიმე დღეში აღმოიფხვრას. ჩვენ დავადგინეთ კონკრეტული გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ ზომები მუსლიმი კანადელების დასაცავად და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ვალდებულება ამ სიძულვილის აღმოსაფხვრელად, სადაც არ უნდა მოხდეს ეს. როგორც მთავრობა, ჩვენ ვაკეთებთ ინვესტიციებს მეჩეთებისა და სათემო ცენტრების დაცვაში. ჩვენ ვკრძალავთ ფანატიზმს, რადიკალიზმს და ექსტრემისტული სიძულვილის ჯგუფებს. მუსლიმ კანადელებთან ერთად ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის მშენებლობას, სადაც ყველა მისასალმებელი, უსაფრთხო და პატივსაცემი იქნება. შეგახსენებთ, რომ ყველა ჯგუფისა და აღმსარებლობის ხალხს, განსაკუთრებით მუსლიმებს, უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ქუჩებში, სავაჭრო ცენტრებში და ყველა საზოგადოებრივ სივრცეში რა, ამისათვის ჩვენ, როგორც მთავრობა, ყველა ზომებს ვიღებთ,“ განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.



მსგავსი ინფორმაციები