ისრაელის ციხეებში მყოფმა პალესტინელებმა შიმშილობა დაიწყეს
ისრაელის ციხეებში მყოფმა პალესტინელებმა შიმშილობა დაიწყეს
1679080
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის ციხეებში მყოფმა 5 პალესტინელმა შიმშილობა დაიწყო იმის გამო, რომ სასამართლომ მათ მიმართ „ადმინისტრაციული პატიმრობის“ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, პალესტინის მსჯავრდადებულთა ასოციაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ პალესტინის ოფიციალური მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამ დროისათვის, 4 500 პალესტინელი, მათ შორის 365 „ადმინისტრაციული პატიმრობის“ სასჯელით არის დაპატიმრებული.