ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კოვიდ-19-ის შემთხვევი იზრდება
ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კოვიდ-19-ის შემთხვევი იზრდება
1678686
იაპონიის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურას პრობლემები შეექმნება, თუ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) შემთხვევები შეინარჩუნებს ზრდის ტენდენციას ტოკიოს ოლიმპიადაზე, რომელიც 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში უნდა გაიმართოს.
ჯანდაცვის ექსპერტებმა, რომლებიც კოვიდ-19-თან დაკავშირებით კონსულტაციას უწევენ ტოკიოს გუბერნატორის ოფისს, განაცხადეს, რომ დედაქალაქის ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურა ერთგვარი გამოწვევების წინაშე აგვისტოს დასაწყისში დადგება, თუ ახალი შემთხვევების რაოდენობა არ შემცირდება.
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის NHK-ის ახალი ამბების თანახმად, ტოჰოს უნივერსიტეტის პროფესორები აცხადებენ, რომ დედაქალაქი ეპიდემიის მე-4 ტალღას განიცდის.