საბერძნეთში ვაქცინის მოწინააღმდეგებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

საბერძნეთში ვაქცინის მოწინააღმდეგებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

1678683
საბერძნეთში ვაქცინის მოწინააღმდეგებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

საბერძნეთის  მთავრობის მხრიდან სამედიცინო პერსონალისთვის, ახალი ტიპის  კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინის სავალდებულოდ გახდომის გადაწყვეტილება დედაქალაქ ათენსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. საპროტესტო აქციაზე, რომელსაც მრავალი მღვდელი ესწრებოდა, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით „არა სავალდებულო ვაქცინაციას“ და „თავისუფლება.“

ცნობისათვის, საბერძნეთში სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის ვაქცინაცია 1 სექტემბრიდან სავალდებულო ხდება.



მსგავსი ინფორმაციები