აბდულა II: „ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესი უნდა განახლდეს“

აბდულა II: „ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესი უნდა განახლდეს“

1678690
აბდულა II: „ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესი უნდა განახლდეს“

იორდანიის მეფე, აბდულა II-მ განაცხადა, რომ აუცილებელია პალესტინასა და ისრაელს შორის სამშვიდობო პროცესის აღდგენა, „ორი სახელმწიფოს ფორმატის“ საფუძველზე.

იორდანიის სამეფო კარის წერილობითი განცხადების თანახმად, მეფე აბდულა II ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების სენატში კომიტეტების წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, პარტნიორობის განვითარება და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების გაზრდა.

აბდულა II-მ რეგიონულ დონეზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესი უნდა განახლდეს 1967 წლის საზღვრებზე დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნით, ანუ  ორი სახელმწიფოს ფორმატში, რომლის დედაქალაქიც, აღმოსავლეთ იერუსალიმი გახლავთ.

იორდანიის მეფემ ასევე შეაქო აშშ-ს გაეროს, პალესტინის ლტოლვილთა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციის (UNRWA) დახმარების ხელმეორედ აღდგენის გადაწყვეტილება.


საკვანძო სიტყვები: #ახლო აღმოსავლეთი , #აბდულა II

მსგავსი ინფორმაციები