პერუს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

კასტილიოს ინაუგურაცია 28 ივლისს შესდგება

1677766
პერუს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

პერუს ნაციონალური საარჩევნო ჟიურის (JNE) მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, 6 ივნისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენეების კანდიდატმა პედრო კასტილომ ხმების  50,12 პროცენტით (8 მილიონი 836 ათას 380 ხმა) გაიმარჯვა და ქვეყნის მორიგი პრეზიდენტი გახდა. თავისუფალი პერუს პარტიის კანდიდატის, კასტილიოს მეტოქე მეორე ტურში, პოპულარული მოძრაობის პარტიის კანდიდატი,  მემარჯვენე კეიკო ფუჟიმორი წარმოადგენდა და მან აღიარა რა არჩევნების შედეგები, პერუელებს მოუწოდათ, მათაც პატივი სცენ და აღიარონ კასტილიოს გამარჯვება. მანამდე კი ფუჟიმორიმ JNE- ს თხოვნით მიმართა, რათა ქვეყნის მასშტაბით 802 საარჩევნო ყუთში 200 000-მდე ხმა გაეუქმებინათ, ხოლო ამის პარალელურად მისმა მომხრეებმა მოაწყვეს საპროტესტო გამოსვლები, რომ არჩევნების შედეგები არ იყო გამჭვირვალე. ახლა გამარჯვებული კასტილიოს ინაუგურაცია 28 ივლისს, ე.ი. პერუს დამოუკიდებლობის 200 წლის იუბილეზე მოეწყობა და ქვეყნის ლიდერი იქნება 5 წლის ვადით



მსგავსი ინფორმაციები