თალიბანისა და ავღანეთის მთავრობის დელეგაციები შეთანხმდნენ
თალიბანისა და ავღანეთის მთავრობის დელეგაციები შეთანხმდნენ
წლების განმავლობაში ავღანეთში მიმდინარე ძალადობის დასრულების მიზნით, თალიბანისა და ავღანეთის მთავრობის დელეგაციები, რომლებიც კატარის დედაქალაქ დოჰაში შეიკრიბნენ, შეთანხმდნენ, რომ დააჩქარებენ მოლაპარაკებებს და გამართავენ ახალ შეხვედრას, მხოლოდ გამოსავალის მიზნით.
ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დოჰაში ჩატარებული მოლაპარაკებების ახალი რაუნდის მეორე და ბოლო დღეს, დელეგაციებმა ერთობლივი წერილობითი განცხადება გააკეთეს.
ამავე ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიცავენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, თავიდან აირიდებენ სამოქალაქო მსხვერპლს და ჰუმანიტარულ დახმარებებში ითანამშრომლებენ.
ამასთან, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მხარეები ქვეყნის არსებული ვითარებიდან გამოსაყვანად და წინსვლისთვის საერთო ენის გამონახვაზე შეთანხმდნენ, თუმცა დოკუმენტში საუბარი არ არის ცეცხლის შეწყვეტაზე ან ტყვეების გათავისუფლებაზე.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში წლების განმავლობაში მიმდინარე ძალადობის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები, რომელიც შარშან დაიწყო, მიმდინარე წლის 17 ივლისს კატარის დედაქალაქ დოჰაში კიდევ ერთხელ განახლდა.
მსგავსი ინფორმაციები
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა