კუბაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილე დემონსტრანტი დაიღუპა

კუბაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილე დემონსტრანტი დაიღუპა

1675067
კუბაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილე დემონსტრანტი დაიღუპა

კუბაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილე დემონსტრანტი დაიღუპა.

კუბის საინფორმაციო სააგენტოს (ACN) ცნობით, გუშინ დაიღუპა დემონსტრანტი, რომელიც დედაქალაქ ჰავანაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.

BBC– ს ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს წიწაკის სპრეის და ზოგიერთ მათგანს კი სცემს.

სოციალური მედიის პლატფორმებზე ვრცელდება ინფორმაციები, რომ მომიტინგეების დაკავება გრძელდება, ხოლო ადამიანის უფლებათა დამცველმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ Cubalex-მა განაცხადა, რომ კვირიდან დღემდე თითქმის 100 ადამიანია დაკავებული.

კუბაში კვირის ბოლოს ათასობით ადამიანმა ჩატარებულ დემონსტრაციებზე ქვეყანაში გაუარესებული ეკონომიკური პირობები გააპროტესტა და მთავრობას თავისუფლება მოსთხოვა.



მსგავსი ინფორმაციები