სასტუმროს ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

დაიღუპა 8 ადამიანი

1674472
სასტუმროს ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ჩინეთის ჯიანგსუს პროვინციაში მდებარე ქალაქ სუჟოუში ერთი სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო ნანგრევების ქვეშ დარჩენილების გამოხსნისათვის სამაშველო ძალისხმევები გრძელდება. ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა სამძებრო და სამაშველო ჯგუფებმა ჯერჯერობით 8 ადამიანის გვამს მიაგნეს, 14 ცოცხლად გამოიყვანეს, ხოლო დაკარგულად გამოცხადებული 9 ადამიანის ძებნა კი გრძელდება. ადგილობრივი ინფორმაციებით, 54 ნომრიანი ეს სასტუმრო ექსპლუატაციაში 2018 წელს შევიდა



მსგავსი ინფორმაციები