ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

1674072
ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

გუშინ ბულგარეთში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, პრემიერ- მინისტრის ბოიკო ბორისოვის პარტიას „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისათვის“ (GERB) და სატელევიზიო შოუმენი სლავი ტრიფონოვის პარტიას „არის ასეთი ხალხი“ (ITN) ამ დროისთვის თითქმის ერთნაირი შედეგი აქვთ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ხმების 95,22 პროცენტის დათვლის შედეგად პარტიამ GERB-მ მიიღო ხმების 23,91 პროცენტი, ხოლო პარტიამ ITN-მა 23,66 პროცენტი.

განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ უცხოეთიდან მიღებულმა ხმებმა შეიძლება შედეგი შეცვალოს.

პრორუსულმა ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამ (BSP), რომელიც ყოფილი კომუნისტური პარტიის მემკვიდრეა, მიიღო ხმების 13,63 პროცენტი, ხოლო პარტია დემოკრატიულმა ბულგარეთმა (DB), რომელიც წარმოადგენს მემარჯვენე ძალებს, 12,54 პროცენტი აიღო.

მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისათვის (HÖH) რომლის წევრების უმრავლესობა თურქები არიან, პარლამენტის მე -5 ძალად იქცა მიღებული ხმების 10,17 პროცენტით, ხოლო GERB-ის მოწინააღმდეგე მემარცხენე ძალების წარმომადგენელმა İSMV- მ 4,31 პროცენტით ბარიერი გადალახა.

პარტია GERB-ის ერთადერთმა შესაძლო პარტნიორმა რასისტული და ულტრა-ნაციონალისტური პარტიების მიერ შექმნილმა „ბულგარეთის პატრიოტები“ (BP) ბარიერი ვერ გადალახა.

პოლიტიკური დამკვირვებლების განცხადებით, 240-კაციან პარლამენტში იმისთვის რომ İTN, DB და İSMV-ს შორის 110-112 დეპუტატიანმა კოალიციამ ნდობა მოიპოვოს, დასჭირდება BSP-ს ან HÖH - ის მხარდაჭერა. ახალმა მთავრობამ, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს, მინიმუმ 121 ხმა უნდა მიიღოს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ 15 ივლისს გამოაცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგებს და 18 ივლისს კი პარლამენტში შესული ახალი დეპუტატების სიას.



მსგავსი ინფორმაციები