შვედეთში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

შვედეთში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

1672572
შვედეთში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

შვედეთის ქალაქ ორბროს მახლობლად აფრენიდან მალევე ჩამოვარდა ორ ძრავიანი თვითმფრინავი, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პირები პარაშუტისტები იყვნენ.

შვედეთის ქალაქ ორბროს მახლობლად თვითმფრინავმა, რომელიც პარაშუტით გადმოხტომისთვის იყო შექმნილი, გაურკვეველი მიზეზების გამო აფრენიდან მალევე კატასტროფა განიცადა.

ორებროს პოლიციის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ლარს ჰედელინმა თქვა, რომ ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 1 პილოტი და 8 პარაშუტისტი. ჰედელინმა ზუსტი ციფრები არ დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ თვითმფრინავში მყოფი ადამიანების უმეტესობა დაიღუპა.

პოლიციის პრესსპიკერმა ლარს ჰედელინმა მომხდარს "სრული ავარია" უწოდა და თქვა, რომ ბევრი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სავარაუდოდ, კატასტროფა ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია.

 


საკვანძო სიტყვები: #ავიაკატასტროფა , #შვედეთი

მსგავსი ინფორმაციები