ამერიკელმა და გერმანელმა თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

ამერიკელმა და გერმანელმა თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

1667910
ამერიკელმა და გერმანელმა თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი და გერმანიის ფედერალური თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი ერთმანეთს შეხვდნენ და ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად რეგიონული საკითხები განიხილეს.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წერილობითი განცხადებით, ოსტინმა კრამპ-კარენბაუერს პენტაგონში უმასპინძლა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრებმა გერმანიასა და ამერიკას შორის არსებული ორმხრივ ურთიერთობები განიხილეს.

"მინისტრმა ოსტინმა და მინისტრმა კრამპ-კარენბაუერმა 4 ივნისს ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების საკითხზე ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.“ - ნათქვამია ასევე განცხადებაში.

იქვე ნათქვამია, რომ მინისტრებმა აშშ-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობასთან ერთად ხაზი გაუსვეს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-გერმანიის თანამშრომლობის გაღრმავების, მომზადების და შესაძლებლობების გაფართოების მნიშვნელობას.



მსგავსი ინფორმაციები