კოლუმბიაში ათასობით ადამიანმა ანტისამთავრობო აქცია გამართა

კოლუმბიაში ათასობით ადამიანმა ანტისამთავრობო აქცია გამართა

1667221
კოლუმბიაში ათასობით ადამიანმა ანტისამთავრობო აქცია გამართა

კოლუმბიაში მიუხედავად იმისა, რომ გაფიცვის ეროვნულმა კომიტეტმა 16 ივნისს გარკვეული დროით საპროტესტო აქციების შეჩერების თაობაზე განცხადება გააკეთა, ათასობით ადამიანმა ანტისამთავრობო აქცია გამართა.

დემონსტრანტებმა, რომლებიც ქუჩებში გამოვიდნენ დედაქალაქ ბოგოტაში, ასევე ქალაქებში მედელინში, პასტოში, პერეირაში, ბარანკილასა და სანტანტერ დე კილიჩაოში, მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტეს.

ბოგოტაში აქტივისტებმა მშვიდობიანი მსვლელობა ჩაატარეს ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაძაბულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა ჯგუფმა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 12 მანქანა წაიყვანა.

მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა დააზიანეს საზოგადოებრივი შენობები და კერძო ქონება ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მედელინში, კოლუმბიის სპეცდანიშნულების რაზმმა ESMAD-მა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ქალაქ ბარრანკილასა და სანტანტერ დე კილიჩაოში გამართულ საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებმა ქრისტოფორ კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს.

დღის ბოლოს აქციების შედეგად გამოწვეული მოვლენების შედეგად დაზიანდა 13 ავტობუსი, შუქნიშნები და ზოგიერთი საზოგადოებრივი შენობა, პოლიციამ დემონსტრანტების ნაწილი დააკავა.



მსგავსი ინფორმაციები