კანადაში საეკლესიო სკოლა-ინტერნატების საკითხი მწვავდება

კანადაში საეკლესიო სკოლა-ინტერნატების საკითხი მწვავდება

1666835
კანადაში საეკლესიო სკოლა-ინტერნატების საკითხი მწვავდება

კანადის ფედერალურმა პარლამენტმა დაიწყო ხელმოწერის კამპანია საეკლესიო სკოლა-ინტერნატების მიმართ, რომელიც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის წესრიგი გახდა.

ფედერალური პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გახსნილ ხელმოწერების კამპანიაში, მონაწილეობის უფლება აქვთ, კანადის მოქალაქეებსა და ემიგრანტებს, რომლებსაც აქვთ ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

საკითხთან დაკავშირებით, ფედერალური პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე გავრცელებულია ამ შინაარსის განცხადება: „კანადაში მკვიდრი თემები გლოვობენ 200-ზე მეტი მკვიდრი ბავშვების საფლავის აღმოჩენას ყოფილი კამლოუპსის საცხოვრებელი სკოლის ადგილზე. საეკლესიო სკოლა-ინტერნატის სისტემა არა მხოლოდ კანადის ისტორიაში, არამედ, იქ დაღუპული ბავშვების შთამომავლების ისტორიაში ერთგვარ სიბნელედ რჩება, რომელიც დიდ შეშფოთებას იწვევს მთლიანად საზოგადოებაში.“

განცხადებაში ასევე იმაზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომ წარსულში ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდა 139 საეკლესიო პანსიონი.

პეტიცია, რომლის ნახვა შეგიძლიათ პარლამენტის ვებგვერდის "https://petitions.ourcommons.ca/en/Petition/Sign/e-3484" ბმულზე, ხელმოწერების კამპანია 2021 წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #კანადა

მსგავსი ინფორმაციები