ავღანეთში ბრძოლები მწვავდება
თალიბები წინ მიიწევენ

ავღანეთის ღაზნეს პროვინციიდან გავრცელებული ინფორმაციებით, ამ პროვინციის სამი რაიონი, ბოლო 24 საათის განმავლობაში თალიბების კონტროლის ქვეშ გადავიდა, რაც დადასტურებულ იქნა აქაური პარლამენტარ ჰუდად ერფანის მხრიდანაც. პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში მან განაცხადა, რომ ბოევიკებმა ერთდროული შეტევა განახორციელეს ღაზნის ჰოკა ომერის, ვაიზისა და მუკურის რაიონებზე და მათზე კონტროლი დაამყარეს, ხოლო დიდი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალები ამ რეგიონებიდან გაიყვანეს. მეორეს მხრივ, ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ფარიაბის პროვინციის პუშტუნ კოტის და პერვანის პროვინციის შინვარის რაიონები თალიბებს ჩამოერთვათ და კვლავ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლ ქვეშ გადავიდა. ამავე განცხადებით, თალიბების წინააღმდეგ ბოლო 24 საათის განმავლობაში ოპერაცია ჩატარდა 14 პროვინციაში და ლიკვიდირებულ იქნა 235 ბოევიკი, ხოლო 161 კი დაჭრეს. ბოლო 2 თვის განმავლობაში თალიბანის კონტროლის ქვეშ მყოფი რაიონების რაოდენობამ 45-ს გადააჭარბა. გაეროს მონაცემებით, თალიბები ფლობენ ქვეყნის ტერიტორიის 50-დან 70 პროცენტამდე
მსგავსი ინფორმაციები

ბლინკენი F-16 საბრძოლო თვითმფრინავების თურქეთზე გადაცემასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს
ბლინკენი F-16 საბრძოლო თვითმფრინავების თურქეთზე გადაცემასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს