იენ პსაკი: „2021 წლის 11 სექტემბრისთვის შეერთებული შტატები ავღანეთს მთლიანად დატოვებს“

იენ პსაკი: „2021 წლის 11 სექტემბრისთვის შეერთებული შტატები ავღანეთს მთლიანად დატოვებს“

1663858
იენ პსაკი: „2021 წლის 11 სექტემბრისთვის შეერთებული შტატები ავღანეთს მთლიანად დატოვებს“

თეთრი სახლის პრესსპიკერმა იენ პსაკიმ განაცხადა, რომ 2021 წლის 11 სექტემბრისთვის შეერთებული შტატების, ავღანეთიდან სრულად გასვლის გეგმაში არანაირი ცვლილება არ არის.  

 პსაკიმ, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს ამერიკელი ჯარისკაცების ავღანეთიდან გაყვანის პროცესს, რომელიც წინასწარ გათვლილი გეგმის მიხედვით ხორციელდება.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში თალიბების თავდასხმები რეგიონში ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდე საგრძნობლად გაიზარდა.

იენ პსაკიმ პრესკონფერენციის დროს, ავღანეთის პრეზიდენტის აშრაფ ღანის 25 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზეც, ასევე მათი ჯარების მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე ავღანეთიდან მთლიანად გასვლის და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.   


საკვანძო სიტყვები: #გასვლა , #ავღანეთი , #აშშ , #იენ პსაკი

მსგავსი ინფორმაციები