ჩრდილოეთ კორეა აშშ-თან ბირთვულ მოლაპარაკებებს არ გააგრძელებს

ჩრდილოეთ კორეა აშშ-თან ბირთვულ მოლაპარაკებებს არ გააგრძელებს

1663995
ჩრდილოეთ კორეა აშშ-თან ბირთვულ მოლაპარაკებებს არ გააგრძელებს

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ სურს განაახლონ ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებები.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა რი სონ გვონმა ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტოს KCNA- ს განუცხადა: ”ჩვენ არც კი განვიხილავთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაიმე სახის კონტაქტის შესაძლებლობას, მით უმეტეს მოლაპარაკებებს. ამას არსად მივყავართ, უბრალოდ ძვირფას დროს გვართმევს.“

გუშინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იონგმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მოლოდინი ამერიკის შეერთებული შტატების იმედგაცრუებას გამოიწვევს.“

”კორეული ანდაზა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სიზმრის ახსნა და არა მისი დანახვა” - თქვა კიმმა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ-ინმა გასულ კვირაში მოუწოდა ოფიციალურ პირებს კორეის მუშათა პარტიის კონგრესზე, რომელიც მართავს ქვეყანას, იყვნენ მზად "როგორც დიალოგისთვის და შეხვედრისთვის" ამერიკულ მხარესთან.

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეკ სალივანმა კი იონგის გამონათქვამი შეაფასა როგორც "საინტერესო სიგნალი" ამერიკასთან მოლაპარაკებების თვალსაზრისით.

ჩრდილოეთ კორეის სპეციალურ წარმომადგენელს სუნგ კიმს ფხენიანის ბირთვული პროგრამისა და შეჩერებული მოლაპარაკებების შესახებ ნათქვამი ჰქონდა, რომ სამხრეთ კორეელ და იაპონელ უფლებამოსილებთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის მოლაპარაკებების წინადადებაზე მალე ჩრდილოეთის მხირდან დადებითი პასუხის მიღებას იმედოვნებდა.



მსგავსი ინფორმაციები