ვლადიმერ პუტინი: „ნატოს საქმიანობა რუსეთის საზღვარზე ‘შემაშფოთებელია’“

ვლადიმერ პუტინი: „ნატოს საქმიანობა რუსეთის საზღვარზე ‘შემაშფოთებელია’“

1663357
ვლადიმერ პუტინი: „ნატოს საქმიანობა რუსეთის საზღვარზე ‘შემაშფოთებელია’“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ‘შემაშფოთებელია’ ის, რომ ნატო ავითარებს სამხედრო პოტენციალს და ინფრასტრუქტურას მისი ქვეყნის საზღვრებზე. მან ამის შესახებ მოსკოვში მიმდინარე მე-9, საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ არასდროს ვუკარნახობთ ჩვენს ნებას სხვა ქვეყნებს, ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ გლობალური და რეგიონალური პრობლემების თანაბარ პირობებში მოგვარებაში, პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდების გამოყენებით და გავაფართოვოთ შემოქმედებითი თანამშრომლობა ყველა ქვეყანასთან. მე მჯერა, რომ პოლიტიკურმა ნებამ და კომპრომისზე წასვლის სურვილმა შეიძლება დადებითი შედეგები გამოიღოს. ამის ნათელი დასტურია რუსეთისა და აშშ-ს ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების გაგრძელება 2026 წლამდე,“ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მან სირიის და მთიანი ყარაბაღის საკითხზეც ისაუბრა და დასძინა, რომ სირიასთან მიმართებაში თურქეთსა და ირანს შოეის ასტანის ფორმატი ძალზედ მნიშვნელოვანია რა, ყარაბაღში შეტაკებები სწორედ რომ რუსეთის წვლილით შეჩერდა.


საკვანძო სიტყვები: #ნატო , #ვლადიმერ პუტინი

მსგავსი ინფორმაციები